საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს მეორე მატჩში დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს მეორე მატჩში დაუზავდა #1TVSPORT

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ჩვენი გუნდი მიმდინარე სექტემბრიდან 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი, A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა. გიორგი ჩხაიძე გუნდს ამ მატჩებისთვის ამზადებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალთა ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 11 ივნისს გაიმართა და გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.

ორივე გუნდი აქტიურად თამაშობდა, სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.


საქართველო – აზერბაიჯანი 0:0


თბილისი, მიხეილ მესხი

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, ხაბურზანია, ბოლქვაძე (46. ბებია), პასიკაშვილი (68. ქადაგიშვილი), ნ. დანელია, მატვეევა (84. წოწერია), ბაქრაძე, ჭიჭინაძე (87. ხანდაზიანი)

სათადარიგოები: გულორდავა, ძაძუა, გუჯაბიძე, ნარსია, მოდრეკილაძე

მთავარი მწვრთელი: გიორგი ჩხაიძე

დატოვე კომენტარი