საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

ტაილანდთან მოგებული (8:0) ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო.

ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველო – კვიპროსის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, გუნდები მიხეილ მესხის სტადიონზე საწვრთნელ პროცესს ჩაატარებენ, ასევე გაიმართება მწვრთნელების პრესკონფერენცია.

14 ოქტომბრის განრიგი:

საქართველოს ნაკრები

16:00 მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

კვიპროსის ნაკრები

17:30 მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია

18:00 კვიპროსის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს, საქართველოსა და კვიპროსს შორის, 15 ოქტომბერს, 17:00 საათიდან პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.