საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა - მაკედონიასთან ისტორიული მატჩი პირველი არხის ეთერში (ფოტო)
საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა - მაკედონიასთან ისტორიული მატჩი პირველი არხის ეთერში (ფოტო)

12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ელის – ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში, „დინამო-არენაზე“ შეხვდება.

წლის მთავარი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ეროვნულმა ნაკრებმა 27 ფეხბურთელის შემადგენლობით „დინამო არენაზე“ ხანმოკლე ვარჯიში გამართა, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (რივეოტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ოირვე – ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველო-ჩრდილეთ მაკედონიის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – ეს ისტორიული მატჩია, რომელშიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველ გუშემატკივარს უდიდეს სიხარული ელის.