საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მე-100 საიუბილეო მატჩისთვის დააჯილდოვეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მე-100 საიუბილეო მატჩისთვის დააჯილდოვეს #1TVSPORT

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო შეხვედრის დაწყების წინ ჯაბა კანკავას საგანგებო ჯილდო გადასცეს.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ნაკრებში ჩატარებული მე-100 საიუბილეო მატჩისთვის საგანგებოდ მისთვის დამზადებული მაისურა მიიღო, რომელზეც 100 ნომერი ეწერა. ჯაბას პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა მეორე ქართველი ფეხბურთელია ლევან კობიაშვილის შემდეგ, რომელმაც „ჯვაროსნების“ ფორმა მეასედ მოირგო.

თუმცა, წლის ბოლო შეხვედრაში ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში არაა. ვილი სანიოლმა ამჯობინა, რომ მოედნის ცენტრში ნიკა კვეკვესკირისა და ვაკო გვილიას წყვილი შეენარჩუნებინა, რომელმაც ბოლოს კოსოვოსთან მოგებულ შეხვედრაში ითამაშა.

დატოვე კომენტარი