საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე - თორნიკე შენგელიას იტალიაში საუკეთესო სპეციალისტი გასინჯავს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე - თორნიკე შენგელიას იტალიაში საუკეთესო სპეციალისტი გასინჯავს #1TVSPORT

24 აგვისტოს ნიდერლანდებთან მიღებული ტრავმის გამო კაპიტანი თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა. თუმცა გუნდს იტალიაში გაჰყვა, სადაც „ჯვაროსნები“ 27 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში იტალიას დაუპირისპირდებიან.

თორნიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა თემო ხვედელიძემ ისაუბრა:

„დაცემის შედეგად დაზიანდა ლავიწის ძვლის შესახსრები სეგმენტი აკრომიონთან – ეს არის ლავიწის ძვლის დისლოკაცია. გადავწყვიტეთ იტალიაში საუკეთესო სპეციალისტმა გასინჯოს თორნიკე და შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობის მეთოდი. ამ ეტაპზე დამატებითი კვლევები ვერ უტარდება, რადგან შეშუპებაა განვითარებული. ჯერჯერობით არ ვიცით, დასჭირდება ოპერაცია, თუ მკურნალობას კონსერვატული გზით განვაგრძობთ“.