საქართველოს ნაკრები ყაზანის გრანდ სლემზე ათი ძიუდოისტით წარდგება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ყაზანის გრანდ სლემზე ათი ძიუდოისტით წარდგება #1TVSPORT

ყაზანი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს – ტურნირი 5-7 მაისს ჩატარდება. ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირი იქნება ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებისთვის ყაზანის ტურნირს სალიცენზიო მნიშვნელობა ნაკლებად ექნება და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გრანდ სლემზე ძირითადად სათადარიგო ძიუდოისტებს გზავნის. თუმცა, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ყაზანში  სალიცენზიო ზონაში მყოფი სპორტსმენები – ლუხუმ ჩხვიმიანი, ლუკა მაისურაძე და ბაგრატ ნინიაშვილიც გაემგზავრებიან.

ქალთა ნაკრებიდან კი ყაზანს მხოლოდ ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ეწვევა, რომელსაც სარეიტინგო ქულების განმტკიცება სჭირდება.

ყაზანის ტურნირზე საქართველოს ნაკრების რვა სპორტსმენით წარდგება

ვაჟები

60 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ. გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი

81 კგ. ვლადიმერ ახალკაცი

90 კგ. ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე

100 კგ. ონისე სანებლიძე

+100 კგ. საბა ინანეიშვილი

 

ქალები

52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

დატოვე კომენტარი