საქართველოს ჯგუფში შვეიცარიამ მოიგო და ლიდერობს
საქართველოს ჯგუფში შვეიცარიამ მოიგო და ლიდერობს

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებების შეხვედრის პარალელურად, ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი შაპჰაუზენში შედგა – ჯგუფის ლიდერმა შვეიცარიამ სლოვაკეთს უამსპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

შვეიცარიელებმა თამაში დამაჯერებალდ დაიწყეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმში კი მეტოქეს კიდევ ორი გაუტანეს და საბოლოოდ, 4:1 მოიგეს. მასპინძლებიდან გოლები გაიტანეს ენდი ზექირიმ (9. პენალტი), ნოა ოკაფორმა (38) და დან ნდოიემ (70), ხოლო სლოვაკებიდან – უბომირ ტუპტამ (42).

6 ტურის შემდეგ ჯგუფში შვეიცარია ლიდერობს (15 ქულა), მეორეზე საფრანგეთია (12), ხოლო საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს, ისევე როოგრც სლოვაკეთს და მესამე ადგილზეა.