U21 ორი გოლი და სამი ქულა - ფრანგებმა მშვიდად გაიმარჯვეს (ფოტო+ვიდეო)
U21 ორი გოლი და სამი ქულა - ფრანგებმა მშვიდად გაიმარჯვეს (ფოტო+ვიდეო)

საქართველო-საფრანგეთი 0:2

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (37. ავტოგოლი), 0:2 ედუარი (90+1. პ)

საქართველო U21: გუგეშაშვილი – ბერიაშვილი (76. ქაფიანიძე), ასათიანი, ანდრონიკაშვილი – ტაბატაძე, სამურკასოვი (62. მექვაბიშვილი), კუცია (87. კუხიანიძე), აზაროვი – დარცმელია, სპანდერაშვილი (76. ბუღრიძე), არდაზიშვილი (62. გულიაშვილი)

სათადარიგოები: მამარდაშვილი, ბ. ქავთარაძე, ბურჯანაძე, ჯინჯოლავა, ძებიაური

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

საფრანგეთი U21: ლაფონი – დაგბა, კუნდე, კამარა, მაუასა (79. ბარი) – რეინ-ადელაიდი (26. ებიმბე), გენდუზი, კაკერე – ნორდენი (72. სუმარე), გუირი (72. ედუარი), დიაბი (73. მბემო)

სათადარიგოები: ბერტო, ბარი, ბადიაშილი, დიალო, დიაკიტე

მთავარი მწვრთნელი: სილვენ რიპოლი

მთავარი არბიტრი: დუიე სტრუკანი (ხორვატია)

გაფრთხილებები: ტაბატაძე (22), სუმარე (90), გუგეშაშვილი (90+1)

 

საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები საფრანგეთის ძლიერ გუნდს შესუსტებული შემადგენლობით დახვდა – „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გუნდს აკლდა კაპიტანი გიორგი არაბიძე, ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი, თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე, ხოლო ხვიჩა კვცარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ეროვნულ ნაკრებში ადგილს იმკვიდრებენ და ამ გუნდს ალბათ, აღარ დაეხმარებიან.

შეკრებაზე ვერ ჩამოვიდნენ ვატო არველაძე, რომელიც თურქეთშია – ასევე სალონიკის პაოკ-ში ჩარიცხული ნიკა ნინუა, უნგრულ „მეზოკოვეშდში“ მცველი ლუკა ლაკვეხელიანი და ლატვიაში გადასული ლუკა სილაგაძე. ოთხივე მათგანის გადმოფრენა გარკვეულ დროს და პრობლემებს უკავშირდებოდა. ასევე არ იყო ესპანეთის ლა ლიგის „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, ხოლო ნიკა მალი და დავით კობოური ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გადაიყვანა. ერთი კარგი ის იყო, რომ ეროვნულ გუნდთან ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ 21-წლამდელებს გიორგი კუცია დაუბრუნდა. მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთში ნათამაშები ფეხბურთელებიდან ძირითად შემადგენლობაში კი არა, განაცხადშიც კი 5 მოთამაშე აღარ იყო.

საფრანგეთში პირველი მატჩი 3:2 მასპინძლებმა მოიგეს, მაგრამ 3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. 2:0-ზე საქართველომ ანგარიში გაათანაბრა და ფრანგებმა გამარჯვების გოლი მხოლოდ 90+2-ე წუთზე გაიტანეს.

 

I ტაიმი

6′ წუთი. გორული მატჩი სტუმრებმა ბევრად უფრო მობილიზებულად და აგრესიულად დაიწყეს და თამაშს ფლანგებზე კარგად შლიდნენ. მე-6 წუთზე კი პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ „ლევერკუზენის“ თავდამსხმელის, მუსა დიაბის დარტყმას ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა.

8′ წუთი. გუგეშაშვილმა ისევ გადაგვარჩინა, საჯარიმოს შემდეგ თავით „მარსელის“ მცველმა ბუბაქარ კამარამ დარტყმული მოიგერია, დამატებაზე კი „ლიონის“ ნახევარმცველის, მაქსან კეკერემ ბურთი ძელს მოახვედრა.

16′ წუთი. ფლანგების კარში პირველი სახიფათო მომენტი მე-16 წუთზე იური ტაბატაძემ შექმნა – მაშინ, როდესაც მისგან გადაცემას ელოდნენ, „საბურთალოს“ ნახევარმცველმა კარს დაუმიზნა და ძელს მოარტყა. მერე რატი არდაზიშვილმაც ორჯერ შეუტია და მართალია, გოლი არ გასულა, მაგრამ ამ ორწუთიან ეპიზოდში ჩვენმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა.

22′ წუთი. მსაჯმა იური ტაბატაძე უხეშობისთვის გააფრთხილა.

26′ წუთი. ფრანგებს სერიოზული ძალა დააკლდათ – „ლიონის“ ჯეფ რენე-ადელაიდი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა, რომელიც „დიჟონის“ შუახაზელმა ერიკ ებინბემ შეცვალა.

29′ წუთი. ორი ათიანი – არდაზაშვილი გენდუზის წინააღმდეგ.

37′ წუთი. საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა მდგომარეობა გამოასწორა და ამ დროს კურიოზული და დასანანი გოლი მივიღეთ. 37-ე წუთზე, ლონდონის „არსენალის“ შემტევმა მატეო გენდუზიმ საჯარიმო შეასრულა, ილია ბერიაშილმა კი შეტევის მოგერიებისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა 0:1.

II ტაიმი

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ვითარების გამოსოწრებას შეეცადა, მაგრამ ფრანგები მშვიდად თამაშობდნენ და თამაშს და ბურთს აკონტროლებდნენ. 53-ე წუთზე ძალიან სახიფათო გამოდგა ამინ გუირისდარტყმა, მაგრამ „ნიცას“ თავდამსხმლის შეტევას მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გადაეღობა.

62′ წუთი.ჩვენი ნაკრების შემტევი რატი არდაზიშვილი დაშავდა და ვასილ მაისურაძემ შეტევის გასაძლიერებალდ და თამაშის შემოსატრიალებლად ორმაგ შეცვლას მიმართა. დაშავებული გიორგი გულიაშილით შეცვალა, ხოლო დავით სამურკასოვი გიორგი მევაბიშვილმა ჩაანაცვლა.

70′ წუთი. საქართველოს ნაკრები მოთამაშე ირაკლი აზაროვმა შორეული დარტყმით მეტოქის კარის აღება სცადა, მაგრამ ფრანგები „ნანტის“ მეკარე ალბან ლაფონმა გადაარჩინა. 78-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა უკვე ბექა დარცმელიამ სცადა და მეკარემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.

 

72′ წუთი. დიაბის ნაცვლად თამაშში ედური ჩაერთო.

72′ წუთი. გუირი მბეუმომ შეცვალა.

76′ წუთი. ბერიაშვილის ნაცვლად მოედანზე ქაფიანიძე გამოვიდა.

76′ წუთი. სპანდერაშვილის ნაცვლად თამაშში ბუღრიძე ჩაერთო.

80′ წუთი. სომერმა ნორდენი შეცვალა.

83′ წუთი. გუგეშაშვილმა მასპინძლები აშკარა გოლისგან იხსნა – მცველის შეცდომის შემდეგ მატეო გენდუზის მცველი გაადეღობა, ხოლო დამატებაზე გლაზგოს „სელტიკის“ თავდამსხმელს, ოდსონ ედუარს მეკარემ არ გაატანინა. სამ წუთშიც იგივე დაპირისპირება ანალოგიური შედეგით დასრულდა – ჩვენი მეკარე საიმედოდ გამოიყურებოდა.

87′ წუთი. კუციას ნაცვლად მოედანზე კუხიანიძე გამოვიდა.

90+2′ წუთი. გუგეშაშვილმა დასანანი შეცდომა დაუშვა – მასთან პირისპირ გასული „ბრენდფორდის“ შემტევი ბრაიან მბეუმო წააქცია და საქართველოს ახალგაზრდული გუნდის კარში არბიტრმა პენალტი დაინიშნა, რომელიც ედუარმა უნაკლოდ შეასრულა 0:2.

საბოლოოდ, შეხვედრა საფრანგეთის ნაკრების დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა – 2:0. შემდეგ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 8 სექტემბერს ჩაატარებს. ვასილ მაისურაძის გუნდი ლიხტენშტაინს ესტუმრება.