საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვაშინგტონში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას დაესწრება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვაშინგტონში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას დაესწრება #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი, როგორც ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას დაესწრება, რომელიც 5 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება.

მანამდე სფფ-ის პრეზიდენტი ნიონში, უეფა-ს ოფისში იმყოფებოდა, სადაც ორგანიზაციის აღმასკომის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა.

უეფა-ს აღმასკომმა დაასახელა 2029 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა (გერმანია), ასევე 2027-2029 წლებში გასამართი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2023 წელს აირჩიეს უეფა-ს აღმასკომის წევრად, ხოლო ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტს 2025 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში.

ფიფა-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.