საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრან-პრიზე იჭიდავებს

15:21, 07.08.2018
RIO DE JANEIRO, BRAZIL - AUGUST 10:  Varlam Liparteliani of Georgia reacts against Donghan Gwak of Korea during a Men's -90kg Semifinal bout on Day 5 of the Rio 2016 Olympic Games at Carioca Arena 2 on August 10, 2016 in Rio de Janeiro, Brazil.  (Photo by Patrick Smith/Getty Images)

10-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ბუდაპეშტში 90 ქვეყნის 626 ძიუდოისტი პირველობისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე 11 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი.

-60, -90 , 100 და 100+ კგ. წონებში ორ-ორი სპორტსმენი იასპარეზებს, ხოლო -66 , -73, -81 კგ. კატეგორიებში კი თითო-თითო. 

ხანგრძლილი პაუზის შემდეგ ტატამს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში დაპირისპირება იყო, რის გამოც სპორტსმენთა ნაწილი გაფიცული იყო და ვარჯიშზე უარს ამბობდა.

ნაკრების შემადგენლობაში ქალი ძიუდოისტები არ არიან. ბუდაპეშტის სპორტარენაზე, მედლებისთვის ბრძოლას , 90 ქვეყნიდან 626 სპორტსმენი შეეცდება.

ბუდაპეშტის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – 

– 60 კგ | ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი
– 66 კგ | თორნიკე ნაგლიაშვილი
– 73 კგ | ფრიდონ გიგანი
– 81 კგ | ზებედა რეხვიაშვილი
– 90 კგ | უშანგი მარგიანი
– 100 კგ | ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+ 100 კგ | ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

მსგავსი