საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდებიან
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდებიან. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართება.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ფხაკაძემ მიმართა და დამსწრეებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ჩვენ მას რამოდენიმე დღის წინ დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ბიზნეს ასოციაციის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა მოწყობილიყო. ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, თანხმობა მივიღეთ. ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ პრემიერის ინიციატივით ხელისუფლებიდან საკმაოდ გაფართოებული წარმომადგენლობაა. დიდი მადლობა ეკონომიკის ახალ მინისტრს ნათია თურნავას. ასევე, მივესალმებით ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა ხუციშვილს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. ასევე ჩვენ გვყავს ბიზნესის მეგობარი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

ბატონო პრემიერო, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა. გუშინ ისე მოხდა, რომ ინვესტორთა საბჭოს დავესწარი, რომელიც კანცელარიაში გაიმართა. პრემიერის შესავალი სიტყვა ძალიან საინტერესო იყო. იქ საუბარი იყო მაკროეკონიმიკურ პარამეტრებზე და მართლაც დადებით ტენდენციებზე.

პრემიერს ვთხოვთ, გარკვეული მიმოხილვა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში რა ხდება. არის რაღაც საკითხები, ბუნებრივია ჩვენ შეკითხვების სახით ვიტყვით. ყველას ვთხოვდი, რომ როგორც ყოველთვის, გულახდილები ვიყოთ და პრემიერის და მინისტრების დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ასეთი ტიპის შეხვედრების შემდეგ. თუ ის საკითხები და თემები, რაც განსახილველია და რაც კითხვებს ითხოვს, ეს ყველაფერი გულახდილად დავსვათ, რამეთუ ჩვენ ყველანი ერთ საერთო საქმეს ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და ეკონიმიკის განვითარება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.