საქართველომ „გაზპრომისგან“ წელს 160 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღო, რაც მთლიანი მოხმარების ხუთ პროცენტს შეადგენს
საქართველომ „გაზპრომისგან“ წელს 160 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღო, რაც მთლიანი მოხმარების ხუთ პროცენტს შეადგენს

საქართველომ „გაზპრომისგან“ წელს დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც მთლიანი მოხმარების დაახლოებით ხუთი პროცენტია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

„ჩვენი ძირითადი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია. წინასწარი ინფორმაციით, წელს მთელი ჩვენი ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 2.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება. 95 პროცენტი – ეს არის აზერბაიჯანული გაზი, რომელიც მოგვეწოდება სატრანზიტო კვოტით ან აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ მიერ. რუსეთიდან წლის ბოლომდე შემოტანილი იქნება დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით ხუთი პროცენტია. არა მგონია, მომავალ წელს ეს მოცულობა გაიზარდოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი