საქართველოდან იანვარში ფული 129 ქვეყანაში გადაიგზავნა
საქართველოდან იანვარში ფული 129 ქვეყანაში გადაიგზავნა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა. გადარიცხვები სულ 129 ქვეყანაში განხორციელდა.

ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს, სადაც საქართველოდან 5,3 მილიონი დოლარი გადაიგზავნა. სტატისტიკაში მეორე ადგილზეა თურქეთი (1,9 მილიონი დოლარი), მესამეზე კი, უკრაინა (1,6 მილიონი დოლარი).

ათეულში მოხვდნენ აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აშშ, უზბეკეთი და გერმანია.

რვა ქვეყანაში მინიმალური, 100-დოლარიანი გზავნილი განხორციელდა. მათ შორისაა ალჟირი, სენტ-ვინსენტ–გრენადინები, სენეგალი, ბაჰრეინი, ბოტსვანა, ბუტანი, ბურკინა ფასო და ტერკს-კაიკოსის კუნძულები.