საქართველო - სომხეთის მატჩს იტალიელი არბიტრები განსჯიან
საქართველო - სომხეთის მატჩს იტალიელი არბიტრები განსჯიან

ერთა ლიგის C დივიზიონის, მეორე ჯგუფის, მე-5 ტურის მატჩს, საქართველოსა და სომხეთისა ნაკრებებს შორის, იტალიელ მსაჯთა გუნდი მოემსახურება, – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეხვედრის მთავარი არბიტრია 39 წლის მარკო გუიდა, მას დაეხმარებიან მატეო პასერი და სერჟიო რანგეტი, ხოლო მეოთხე მსაჯი როზარიო აბისო იქნება.

მარკო გუიდამ სერია ა-ში მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. ის ფიფა-ს მსაჯი 2014 წლიდან არის და უეფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრი გახლავთ. მისი პირველი მთავარი საერთაშორისო შეხვედრა საკლუბო დონეზე 2014 წლის 17 ივლისს შედგა. გუიდამ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ბულგარეთის პლოვდივისბოტევისა“ და ავსტრიული კლუბის, „სენტ პოლტენის“ მატჩი ჩაატარა. მალევე, 2014 წლის 4 სექტემბერს, პირველი საერთაშორისო სანაკრებო მატჩი მიანდეს (ხორვატია- კვიპროსი). იგი ასევე მიწვეული იყო ჩინეთის სუპერლიგის მატჩებზე.

საქართველო – სომხეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.