საქართველო იტალიასთან დამარცხდა (ვიდეო, ფოტო) | ხელბურთი

ხელბურთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ბერძნებთან მარცხის მიუხედავად ნახევარფინალში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებდა.

ამისთვის ტურნირის მასპინძლებს იტალია უნდა დაემარცხებინათ, ხოლო ბელარუსს კი ფინეთთან მოეგო.

სამწუხაროდ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიასთან შეხვედრა დიდი ანგარიშით დათმო. სტუმრები მატჩის ორივე ნახევარში დომინირებდნენ. პირველი ტაიმი მათ 16 – 11, ხოლო მეორე ნახევარი კი 20 – 10 მოიგეს და საბოლოო ჯამში 15 ქულიანი სხვაობით, 36-21 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები მოცემულ მომენტში ჯგუფში 3 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, იტალიელები კი 6 ქულით პირველ ადგილზე არიან.