საპენსიო სააგენტოს ცნობით, საპენსიო დანაზოგებს 102 მილიონ ლარამდე სარგებელი უკვე დაერიცხა
საპენსიო სააგენტოს ცნობით, საპენსიო დანაზოგებს 102 მილიონ ლარამდე სარგებელი უკვე დაერიცხა

2020 წლის 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.

სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, მათ შორის, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 244-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 241-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 74-მა პირმა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ, ბოლო სამი თვის განმავლობაში 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.