საპენსიო სააგენტო - მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია, სარგებელი კი, 334 მილიონ ლარს შეადგენს
საპენსიო სააგენტო - მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია, სარგებელი კი, 334 მილიონ ლარს შეადგენს

2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია, – ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარგებელი 334 მილიონ ლარს შეადგენს.

„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 285 000 ადამიანია.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 1,938 პირმა მათზე გაცემული თანხა, კი 3,986,387-ს შეადგენს“, – აცხადებენ უწყებაში.