საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული
საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული

საპენსიო დანაზოგის სახით, ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თანხის მოცულობა დეკლარაციების დახურვის შემდეგ გაიზრდება და სავარაუდოდ, 40-45 მილიონ ლარს მიაღწევს.

სააგენტოში 31 ათასზე მეტი კერძო კომპანიაა რეგისტრირებული, სისტემაში ჩართული სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა რაოდენობა კი, 270 ათასია.

საპენსიო სააგენტოში ამ დროისთვის ბუღალტერთა ტრენინგები გრძელდება. ამასთან, იგეგმება გასვლითი შეხვედრებიც.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.