საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია განიხილეს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.

ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განიხილება, რომლის მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა.