სანდოხაძე ტაილანდში ითამაშებს, სპანდერაშვილი - ინდონეზიაში #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ორი ფეხბურთელი კარიერას აზიაში, ტაილანდისა და ინდონეზიის კლუბებში გააგრძელებს – ინფორმაციას transfermarkt-ი ავრცელებს.
გერმანული ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმციით, ქუთაისის „ტორპედოს“ ცენტრალური მცველი, ნიკა სანდოხაძე კარიერას ტაილანდში, „პატუმ იუნაიტედში“ გააგრძელებს, რომელიც ტაილანდის ჩემპიონი (2020/21) და თასის გამარჯვებულია (2014).
სანდოხაძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „ლოკომოტივი“ „სამტრედიაში“, ლვოვის „კარპატიში“, რფს-ში, „საბურთალოში“, 2022 წლიდან კი ისევ ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
აზიაში ითამაშებს საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილიც. ამის შესახებ transfermarkt-ის გარდა, ინდონეზიური გამოცემა pakuanraya წერს.
„ქართველი თავდამსხმელი „პერსიკაბოში“ ითამაშებს, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითების საფრთხის წინაშეა. კლუბს ნუგზარ სპანდერაშვილის ტრანსფერით თავდასხმის გაძლიერების იმედი აქვს. 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ საგარეჯოს „გარეჯში“ თამაშობდა.