„სამტრედიას“ არაბიძის დამატება სურს - გუნდი სამხრეთამერიკელებს დაემშვიდობა #1TVSPORT
„სამტრედიას“ არაბიძის დამატება სურს - გუნდი სამხრეთამერიკელებს დაემშვიდობა #1TVSPORT

„სამტრედია“ რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა, მაგრამ კლუბმა ოფიციალურად მხოლოდ ბრაზილიელი ნათან ჯუნიორის წასვლა დაადასტურა.

მანამდე „სამტრედია“ პაუტინიო ვარიეტის შეელია. 24 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა კლუბი ისე დატოვა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდთან ერთად გიორგი არაბიძე ვარჯიშობს – 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ტრავმების გამო ბოლო ორ წელიწადში დიდი დრო გაუცდა.

არაბიძეს პორტუგალიურ „ნასიონალთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. ის ვოლგოგრადის „როტორში“ იყო განათხოვრებული და პორტუგალიაში დაბრუნება არ სურს.

„სამტრედიას“ ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე არაბიძის დარჩენით დაინტერესებულია, გუნდის წარმომადგენლებს პორტუგალიელებთან მოლაპარაკებები აქვთ, რადგან კარგად იციან, რომ ასეთი ინდივიდუალისტი „სამტრედიას“ შედეგს მოუტანს.

გიორგის მთავარი მიზანია, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ფორმაში შევიდეს და ის კონდიციები აღიდგინოს, რაც მაღალ დონეზე დაბრუნების საშუალებას მისცემს. მხოლოდ ესაა ერთადერთი მოტივი, რის გამოც საქართველოში დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი