სამი ლეგენდა საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს - კიევის „დინამოს“ ვეტერანს ჩვენი გამარჯვების სჯერა
სამი ლეგენდა საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს - კიევის „დინამოს“ ვეტერანს ჩვენი გამარჯვების სჯერა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრამდე ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიმართეს, მათ შორის, ქართველების მეგობარმა უცხოელმა ვეტერანებმა წარმატება უსურვეს.

„საქართველოს ნაკრების თამაშებს სულ თვალს ვადევნებდი და მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს წარმატებისთვის ყოველთვის რაღაც აკლდებოდა. ახლა კი მგონია, რომ დღევანდელი თაობა მზადაა, დიდ წარმტებას მიაღწიოს. ვგულშემატკივრობ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს“, – ამბობს უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, ევროპის თასების მფლობელთა თასის და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული, კიევის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი ლეონიდ ბურიაკი.

ჰორენ ოგანესიანი, ერევნის „არარატის“ და სომხური ფეხბურთის ლეგენდა: „მქონდა ბედნიერება, მეთამაშა ქართული ფეხბურთის ლეგენდების გვერდით და მჯერა, რომ დღეს გაიმარჯვებთ – წარმატებები!“

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დღევანდელ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ქართველ ფეხბურთელებს მიმართა ომარ თეთრაძემ, რომელიც საქართველოში გაიზარდა, მაგრამ კარიერის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, იყო იტალიური „რომას“ და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი: „მჯერა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს და ყველას გაგვახარებს, გაახარებს მთელს ერს და ქვეყანას. წარმატებები საქართველო!“