სალუქვაძემ და მოსულიშვილმა გრანადის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
სალუქვაძემ და მოსულიშვილმა გრანადის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

ესპანეთში ქალაქ გრანადაში მიმდინარე „დიდი პრიზის“ ტურნირზე (ISSF Grand Prix 2022), საქართველოდან ვაჟთა ნაკრებთან ერთად ჩვენი ქალებიდან მხოლოდ ნინო სალუქვაძე მონაწილეობს.

ლეგენდარულმა ქართველმა მსროლელმა კაკო მოსულიშვილთან ერთად პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შერეულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში ჩვენები სერბების – ზორანა არუნოვიჩისა და დამირ მიკეს წყვილს ხვდებოდნენ, საკვალიფიკაციო ეტაპიც ყველაზე კარგად ამ დუეტმა ჩაატარა და ფინალშიც ასეთივე თანმიმდევრობით განლაგდნენ:

სერბები 574 ქულით პირველზე გავიდნენ,

ჩვენები კი 573 ქულით – მე-2-ზე.

ჯამში ორივემ მოიპოვა ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება ფინალში. სამწუხაროდ, ფინალი სერბების ამ გუნდთან წავაგეთ და ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ.

1. სერბეთი I

2. საქართველო

3. სერბეთი II

3. ესპანეთი.

ტურნირზე ნინო სალუქვაძემ პნევმატური იარაღიდან პირად პირველობაშიც ისროლა და მე-12 ადგილზე გავიდა.

გრანადაში ჩვენმა ვაჟებმა უკვე ისროლეს პნევმატური პისტოლეტიდან. ჩვენი სამეულიდან ამჯერად ყველაზე კარგად ცოტნე მაჭავარიანი გამოვიდა, ვინც საკმაოდ კარგი შედეგით – 578 ქულით დაასრულა გამოსვლა და მე-5 ადგილზე გავიდა. ლევან ქადაგიძე 572-ით მე-14-ზეა, ხოლო კაკო მოსულიშვილი 569-ით – მე-16.

მაჭავარიანმა ფინალში მე-5 შედეგით დაასრულა გამოსვლა – 199.4 ქულა.