სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გვიმრაძეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად არჩევა მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გვიმრაძეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად არჩევა მიულოცა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის წამყვანს, გიორგი გვიმრაძეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად არჩევა მიულოცა.

„მინდა, რომ მოგილოცოთ თქვენი დანიშვნა, არჩევა ევროპის მაუწყებელთა კავშირის კომიტეტის წევრად. მე მგონი, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენ ევროპაში ვიყოთ ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც საჭირო არის და სადაც ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს. ასე რომ, გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი გვიმრაძეს.

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის სარედაქციო ქვეკომიტეტის წევრად აირჩიეს. იგი კომიტეტში საქართველოს პირველი არხის წარმომადგენელი 2020-2021 წლებში იქნება და კომიტეტის სარედაქციო გადაწყვეტილებებში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტი ახორციელებს ყველა წევრი ქვეყნის ახალი ამბების სამსახურებს შორის ინფორმაციისა და მასალების გაცვლას. სარედაქციო ჯგუფი ამ კომიტეტის ძირითად სარედაქციო გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს.