სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას

21:09, 29.02.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს.

„მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. საქართველო, როგორც ავღანეთში მისიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი კონტრიბუტორი, მიესალმება განგრძობითი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება დღეს გააფორმეს.

მსგავსი