სალომე ზურაბიშვილი მიესალმება კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება
სალომე ზურაბიშვილი მიესალმება კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტი ულოცავს თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.