სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძის კითხვებს ხვალ გავცემ პასუხს
სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძის კითხვებს ხვალ გავცემ პასუხს

გრიგოლ ვაშაძის კითხვებს ხვალ გავცემ პასუხს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დღეს, პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით განაცხადა.

„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ, არანაირად არ ვთვლი ვალდებულად თავს, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი.

ამ საკითხებზე მქონდა პასუხები, მაგრამ ხვალ თუ დამისვამს კითხვას, იქ პასუხს გავცემ“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ პირველ არხზე ხვალინდელ დებატებში სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართავს.

პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს 22:00 საათზე იგეგმება.