გრიგოლ ვაშაძე პირველ არხზე ხვალინდელ დებატებში სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართავს
გრიგოლ ვაშაძე პირველ არხზე ხვალინდელ დებატებში სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართავს. ვაშაძის თმით, ეს ის შეკითხვებია, რომლითაც ზურაბიშვილს ხვალ, პირველ არხზე დაგეგმილ დებატებში მიმართავს.

გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი შეკითხვების შესახებ ბათუმში, პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„1. საგამოძიებო კომისიის წევრობისას, რატომ არ მიეცით ხმა სარალიძის მკვლელების დასჯას?

2. რატომ არ გამოეხმაურეთ და რა პოზიცია გაქვთ ციხეში მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეიარაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება, უკანონო გარიგება სარალიძის საქმეზე და მკვლელებისთვის ხელის დაფარება?

3. რატომ არ გამოეხმაურეთ და რა პოზიცია გაქვთ კომპანია „ომეგას“ ივანიშვილის და ფარცხალაძის მიერ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვაზე?

4. რატომ არ გამოეხმაურეთ და რა პოზიცია გაქვთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მედიაში ნაჩვენებ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სასახლეებზე, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავლებს და სავარაუდოდ შეძენილია კორუფციის გზით?“, – აღნიშნულია ვაშაძის შეკითხვებში.

პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს 22:00 საათზე იგეგმება.