სალომე სამადაშვილი - მადლობა გიორგი რურუას შეუპოვრობისა და ბრძოლისთვის
სალომე სამადაშვილი - მადლობა გიორგი რურუას შეუპოვრობისა და ბრძოლისთვის

მადლობა გიორგი რურუას შეუპოვრობისა და ბრძოლისთვის, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, რომელიც შეწყალების შედეგად გამოსულ რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დახვდა.

სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

„დიდი მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ბატონ მიშელს, რომ არა მისი ჩარევა, რომ არა მისი პირადი თანამონაწილეობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ალბათ ისევ საპატიმროში იქნებოდა. ეს არის პირველი და ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგი იმ დოკუმენტისა, რისთვისაც ამდენი თვეა, ვიბრძვით. ჩვენი ევროპელი, ამერიკელი მეგობრების დახმარებით, გიორგი გათავისუფლდა, ახლა ჩვენ ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, შეთანხმების შესრულება მოხდება ნაბიჯ-ნაბიჯ; შედეგად, ჩვენი ქვეყანა შეძლებს, რომ დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას, როგორც თანამედროვე ევროპული დემოკრატია, რაც არის ჩვენი არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანი. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის მისი შეუპოვრობისთვის და ბრძოლისთვის“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა დღეს შეიწყალა. რურუამ  სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.