სალომე სამადაშვილი – იმედია, ოპოზიცია არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას და მეორე ტურებზე ყველგან გავა

01:18, 03.10.2021

იმედია, ოპოზიცია არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას და მეორე ტურებზე ყველგან გავა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„იმედია, ოპოზიცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, პროპორციული უკვე მოიგო, არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას (ცხადია, ჩემი აზრით). მეორე ტურებზე, სადაც შედგება, ყველგან გავა.

დაველოდოთ დამკვირვებლების შეფასებებს, მაგრამ, პრინციპულად, ამ უთანასწორო ბრძოლის წესებში, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეცვლილა.

მიუხედავად ამისა, ოცნება დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა“, – წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

მსგავსი