სალაჰი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის წლის ფეხბურთელი #1TVSPORT
სალაჰი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის წლის ფეხბურთელი #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის წლის ფეხბურთელი გულშემატკივართა ვერსიით.

29 წლის სალაჰმა ხმების 61 პროცენტი დააგროვა და გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ დეკლან რაისს „ვესტ ჰემიდან“.

სულ გულშემატკივრებმა ცხრა ფეხბურთელს მისცეს ხმა და საბოლოოდ, ამგვარი რეიტინგი ჩამოყალიბდა:

  1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  2. დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)
  3. ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი)
  4. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
  5. ედუარ მენდი (ჩელსი)
  6. მეისონ მაუნტი (ჩელსი)
  7. რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
  8. კევინ დე ბრუინი (ლივერპული)
  9. ჟორჟინიო (ჩელსი)

2021 წელს ეგვიპტელმა პრემიერლიგის 40 მატჩში 24 გოლი გაიტანა.