სალაჰი ბოლო ადგილზეა პრემიერლიგაში წარმატებული ფინტების რაოდენობით #1TVSPORT

11:04, 08.10.2025

„ლივერპულის“ ერთ-ერთ ლიდერს მოჰამედ სალაჰს პრობლემები აქვს პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტზე მეტოქეების მოტყუების მხრივ.

ვებგვერდ Who Scored-ის ინფორმაციით, ეგვიპტელს განვლილ მატჩებში მოწინააღმდეგის მოტყუების რვა მცდელობა ჰქონდა და მხოლოდ ერთი ფინტი აღმოჩნდა წარმატებული.

12.5 პროცენტი წარმატებული ფინტების საშუალო რაოდენობა – ეს ყველაზე ცუდი შედეგია ინგლისის ჩემპიონატში იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც მოტყუების მინიმუმ ხუთი მცდელობა ჰქონდათ.

მიმდინარე სეზონში 33 წლის სალაჰმა პრემიერლიგის შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი