„საკრამენტომ“ ბოგდანოვიჩი თვენახევრით დაკარგა
„საკრამენტომ“ ბოგდანოვიჩი თვენახევრით დაკარგა

„საკრამენტო კინგზის“ სერბი ლეგიონერი ბოგდან ბოგდანოვიჩი რამდენიმე კვირით გამოვიდა მწყობრიდან – მას აღდგენითი კურსი ელოდება მარცხენა მუხლზე ართროსკოპიული ოპერაციის შემდეგ. ბოგდანოვიჩმა მუხლზე დაზიანება გასული სეზონის მსვლელობისას მიიღო.

როგორც „ათლეტიკი“ (The Athletic), კალათბურთელმა წარმატებით გადაიტანა ოპერაცია და ახლა რეაბილიტაციას გადის, რაც ოთხიდან ექვს კვირამდე პერიოდს დაიკავებს. 2018-19 წლების რეგულარული სეზონი „საკრამენტოსთვის“ 17 ოქტომბრის მატჩით დაიწყება.

შარშან, ბოგდანოვიჩმა 18 მატჩი ჩაატარა „საკრამენტოს“ შემალგენლობაში და საშუალოდ, 9.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებდა.