სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

11:30, 20.04.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას.

მსგავსი