სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანკარაში მაიკ პომპეოს ჯამალ ხაშოგის წამების აუდიოჩანაწერი მოასმენინეს

08:04, 19.10.2018
ANKARA, TURKEY - OCTOBER 17: (----EDITORIAL USE ONLY  MANDATORY CREDIT - "TURKISH PRESIDENCY / MURAT CETINMUHURDAR / HANDOUT" - NO MARKETING NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS----) President of Turkey Party Recep Tayyip Erdogan (R) and US Secretary of State Mike Pompeo (L) shake hands during their meeting at Esenboga International Airport in Ankara, Turkey on October 17, 2018. (Photo by Turkish Presidency / Murat Cetinmuhurdar / Handout/Anadolu Agency/Getty Images)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჯამალ ხაშოგის წამების აუდიოჩანაწერი არ მოუსმენია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას მაიკ პომპეოს ეს ჩანაწერი მოასმენინეს.

ამის შესახებ მანამდე ტელეკომპანია ABC-მ თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განახცადა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტის გაუჩინარების საკითხზე ერ-რიადში საგანგებოდ ჩასული მაიკ პომპეო უკანა გზაზე ანკარაში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან 40-წუთიანი შეხვედრა გამართა.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ის სტამბოლში, წარმოშობით თურქ საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. საუდის არაბეთის საკონსულოში კი, პირველ მეუღლესთან განქორწინების დოკუმენტების გასაფორმებლად იყო დაბარებული. ჯამალ ხაშოგის საცოლემ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსულოს შესასვლელთან ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მასთან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და აცნობა, რომ მისმა საქმრომ შენობა უკვე დატოვა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ  ხაშოგი მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს.

მსგავსი