სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.

„ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.490 პროცენტით, მაქსიმალური 10.620 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.523 პროცენტით განისაზღვრა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.