სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ხუთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 170 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.840 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.865 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.