საკამათო გადაწყვეტილებები სათასო შეხვედრაში - „სამტრედიაში“ თვლიან, რომ მათი გუნდი დაიჩაგრა [ვიდეო] #1TVSPORT
საკამათო გადაწყვეტილებები სათასო შეხვედრაში - „სამტრედიაში“ თვლიან, რომ მათი გუნდი დაიჩაგრა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16-ფინალში „სამტრედია“ ბოლნისში „სიონთან“ დაძაბული შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ მატჩის დროს მომხდარმა სტუმრებისა და მათი გუშემატკივრების პროტესტი გამოიწვია.

სამტრედიელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლნისელებმა ორივეჯერ წონასწორობა აღადგინეს, დამატებულ დროში კი მასპინძლებმა 2 გოლი გაიტანეს, 4:2 მოიგეს და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალში გავიდნენ.

მატჩის ვიდეორეპორტაჟი არ გადაიცემოდა და მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც „სამტრედიას“ გულშემატკივრები მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ.

საქმე ეხება ორ აბსოლუტურად იდენტურ გოლს, რომლებიც გიგი იოსელიანის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ გავიდა და ორივეჯერ „სამტრედიადან“ თავი 19 წლის განელმა თავდამსხმელმა რამინ დოობმა გამოიჩინა. მსაჯმა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ეს გოლები ბოლნისელთა მეორე გოლამდე გავიდა, როდესაც ანგარიში „სამტერდიას“ სასარგებლოდ 2:1 იყო. სამტრედილები თვლიან, რომ მათი გუნდი დაიჩაგრა, რადგან ანგარიში 1:4 რომ ყოფილიყო, ბოლო წუთებში „სამტრედია” გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდნენ.