საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის მხარდამჭერთა, პარტნიორთა და მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის მხარდამჭერთა, პარტნიორთა და მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის მხარდამჭერთა, პარტნიორთა და მონაწილეთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში – საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დააჯილდოეს. ამასთან, დააჯილდოეს სხვა დეპუტატებიც.

ღონისძიებას პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია 2017 წლიდან ტარდება.