ირანელი ძიუდოისტი საიდ მოლაეი გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს
ირანელი ძიუდოისტი საიდ მოლაეი გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს

ირანელი ძიუდოისტი და წარსულში მსოფლიო ჩემპიონი საიდ მოლაეი გერმანიაში იმყოფება და თავშესაფარს ითხოვს, რადგან სამშობლოში დაბრუნების ეშინია. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული ვებგვერდი „არ ემ სი სპორტს რეფორთიდ“ (RMC Sport reported) ავრცელებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა იაპონურ გაზეთ „ასაჰი შიმბუნ“-თან განაცხადა, რომ მოლაეი ნერვიულობდა და თვლიდა, რომ თუკი ის ებრაელ საგი მუკის დაუპირისპირებოდა,  მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ელოდათ.

ვარაუდობენ, რომ ამ დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, მოლაეიმ ბელგიელ მატიას კასესთან ორთაბრძოლა დათმო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ირანელ სპორტსმენს მხარდაჭერას უცხადებს. ვიზერმა განაცხადა, რომ ირანელი ძიუდოისტი 2020 წლის ოლიმპიადაზე ლტოლვილი ათლეტის სტატუსით იასპარეზებს.