საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 49 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 256 პაციენტი
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 49 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 256 პაციენტი.
ქვეყანაში სულ 1 331 984 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. მათგან ვირუსს 36 565 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამკაცრებული საკარანტინო ზომები შუაღამეს შევა ძალაში და მოქალაქეებს აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა შეეზღუდებათ.