საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 619 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 619 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 38 619-ით გაიზარდა. ქვეყანაში დღეისათვის აღრიცხულია სულ 1 787 324 შემთხვევა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში ვირუსს 271 პაციენტი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 40 ათასს აღემატება.