საფრანგეთის თასის ფინალს ისტორიაში პირველად ქალი არბიტრი იმსაჯებს #1TVSPORT
საფრანგეთის თასის ფინალს ისტორიაში პირველად ქალი არბიტრი იმსაჯებს #1TVSPORT

ცნობილი არბიტრი სტეფანი ფრაპარი საფრანგეთის თასის ფინალის მთავარ მსაჯად დაინიშნა.

38 წლის რეფერი ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი იქნება, რომელიც საფრანგეთის თასის გადამწყვეტ შეხვედრას განსჯის.

გასულ წელს, ფრაპარმა სარეზერვო არბიტრად იმუშავა ევრო 2020-ზე. ასევე რეგულარულად მსაჯობს საფრანგეთის ჩემპიონატისა და ევროთასების მატჩებს.

საფრანგეთის თასის ფინალში „ნიცა“ და „ნანტი“ შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი 7 მაისს „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.