ქუვეითი საფრანგეთის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის. შეხვედრა 2026 წლის 8 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ დაწერა საფრანგეთის პროფესიული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
პრიზი ტრადიციულად თამაშდება საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულსა და თასის მფლობელს შორის. გასულ წელს ორივე ტურნირი პსჟ-მ მოიგო, ამიტომაც სუპერთასის ფინალში მას „მარსელი“ შეხვდება, რომელსაც ვიცე-ჩემპიონის სტატუსი აქვს.
2009 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის სუპერთასი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტარდება – გამონაკლისი იყო მხოლოდ 2021 და 2023 წელს. „პასი სენ-ჟერმენი“ სუპერთასის 13-გზის მფლობელია.