საფრანგეთის გრან პრის ფინალში ექვსი ქართველი იჭიდავებს

22:28, 16.01.2021

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობს.

ტურნირზე ჩვენი ნაკრების სახელით ათმა სპორტსმენმა იასპარეზა, საიდანაც ექვი – ბექა ლომთაძე (61 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), დავით ტლაშაძე (74 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში იასპარეზებენ.

ფინალები თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ხვალ, 17 იანვარს კი ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გავლენ.

მსგავსი