საფეხბურთო ტაიმაუტი | ვანო ხორგუაშვილი - ეროვნული ლიგის სატელევიზიო შეფუთვამ მაგრად იმოქმედა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვანო ხორგუაშვილი - ეროვნული ლიგის სატელევიზიო შეფუთვამ მაგრად იმოქმედა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გორის „დილას“ სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა კონფერენს ლიგაზე  ფინურ „კუსპთან“ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

„გასულ ევროსეზონში „კუპსმა“ მესამე ეტაპი გაირა, მანამდე კი ისეთ გუნდები გამოაგდო, როგორებიც არიან პოლტავას „ვორსკლა“ და ყაზახური „ასტანა“ და მხოლოდ პლეიოფში ბერლინის „უნიონთან“ დამარცხდა.

– ნორმალურად ვემზადებით. ბოლო მატჩი წავაგეთ და ვცდილობთ, ეს მარცხი დავივიწყოთ. ვფიქრობ, ნორმალურად ვართ მომზადებულები და დანარჩენს თამაში გამოაჩენს.

– ჩვენი მეპატრონეები ისრაელიდან არიან და მათ უკვე მოგვიმზადეს მეტოქეებზე სრული ინფორმაცია, სადაც ფინური გუნდი კარგად იყო გაშიფრული. ჩვენ „ინსტატთან“ ვთანამშრომლობთ, რაც ძალიან გევხმარება – ყველა მეტოქეს და მოთამაშეს კარგად სწავლობ. მთავარია, რომ ჯგუფში მოხვდეთ, მაგრამ ჩემი გონება ჯერ პირველი ეტაპის დაძლევაზე ფიქრობს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.

– მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩვენს ჩემპიონატს ევროპულ დონეს ვერ გავუტოლებთ, მაგრამ კვარაცხელიას, დავითაშვილისა და კვირკველიას ჩამოსვლამ ხალხის ინტერესი გამოიწვია და ბათუმის და თბილისის „დინამოების“ მატჩს 25 ათასი მაყურებელი დაესწრო. ფეხბურთელები რომ იქნებიან, ხალხიც ივლის და სტადიონებიც გაივსება.

– ჩვეულებრივი, ნორმალური ჩემპიონატია, მაგრამ შეფუთვამ მაგრად იმოქმედა. გორში ხალხი სულ დადის. თამაშები საღამოს, განათებულ სტადიონზე ტარდება და  რომ არ იცოდე, ელიგის მატჩია, გეგონება, კარგი ლიგის ჩემპიონატს უყურებ. სამ საათზე, სიცხეში რომ დაიწყებ თამაშს და ტრიბუნაზე ორი კაცი არ ზის, აბა, რა ინტერესი იქნება, მაგრამ დაიწყო სხვაგვარი ხედვა და მიდგომა და მოედანზე მოთამაშე სხვა ჟინით გადის.

– სამწუხაროდ, გონსალვეში წავიდა ჩრდილოეთ მაკედონიაში. წასვალ არ სურდა, მაგრამ აგენტებმა თავისი გაიტანეს. დავიმატეთ „ჰონვედის“ თავდამსხმელი. ასევე ორ მოთამაშეს ვიმატებთ – ერთი საფრანგეთის მეორე ლიგიდანაა, მეორე კი ბრაზილიელი“.

გორის „დილა“ ფინურ „კუპსს“ კონფერენცლიგის I შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 7 ივლისს ესტუმრება, ხოლო განმეორებით შეხვედრაში გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე 14 ივლისს დაუპირისპირდება.