საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუგზარ სპანდერაშვილი - ფინელები ხელოვნურ საფარზე გვეთამაშებიან, მაგრამ ამის გამოცდილება გაგვაჩნია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუგზარ სპანდერაშვილი - ფინელები ხელოვნურ საფარზე გვეთამაშებიან, მაგრამ ამის გამოცდილება გაგვაჩნია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გორის „დილას“ თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა კონფერენს ლიგაზე გუნდის მზადებაზე ისაუბრა:

„ფინელებთან თამაშამდე ელიგაში „ტორპედოსთან“ შეხვედრა გენერალური რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში არ წაგვივიდა. ეს მატჩი სწრაფად უნდა დავივიწყოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველოდება.

– კარგია, რომ პირველი მატჩი გასვლაზე გვაქვს, რადგან „კუპსი“ ხელოვნურ საფარზე თამაშობს, ამის გამოცდილება კი შარშან „ჟილინასთან“ გასვლაზე მივიღეთ, რომელსაც ასევე ხალიჩაზე ვეთამაშეთ – ბიჭებს მოედანთან ადაპტაციის პრობლემა ჰქონდათ, ვერ შეეწყვნენ და დიდი ანგარიშთ დავმარცხდით.

– თუმცა გამოცდილება ყველაზე კარგი მასწავლებელია და ვფიქრობ, პირველი მატჩი გასვლაზე რომ არის, ეს კარგი მომენტია. იმედია, ამ ფაქტორს გადავლახავთ და სახლში უფრო მზად დავხდებით.

– „კუპსი“ სახლში სტაბილურად და კარგად თამაშობს. ხელოვნური საფარის ფაქტორიც მოქმედებს, რადგან ჩვენთან ასეთ საფარზე თამაში აკრძალულია. ვემზადებით, რომ ღირსეულად ვითამაშოთ და საქართველოში კარგი შედეგით ჩამოვიდეთ.

– პატარა მიზნებით დიდი მიზნისკენ უნდა წავიდეთ. თავიდანვე ჯგუფში შესვლაზე არ უნდა ვიფიქროთ – გადასალახია პირველი, მეორე და მესამე ეტაპი და როცა თავდაჯერებულები გავხდებით, ჯგუფისთვის მზად ვიქნებით.

– კარგია, რომ ეროვნული ლიგის დონემ აიწია და ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში მოთამაშეებს სისტემატურად იწვევენ – ეს დიდი მოტივაციაა და ამით ჩვენი ჩემპიონატის დონეც მაღლა იწევს. ჩვენს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“.

გორის „დილა“ ფინურ „კუპსს“ კონფერენს ლიგის I შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 7 ივლისს ესტუმრება, ხოლო განმეორებით შეხვედრაში გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე 14 ივლისს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი