საფეხბურთო ტაიმაუტი | ირაკლი ვახტანგიშვილი - მგონია, რომ ნიდერლანდები-უკრაინის მატჩის ბედს კონკრეტული ფეხბურთელები უფრო გადაწყვეტენ, ვიდრე დე ბურის ტაქტიკა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ირაკლი ვახტანგიშვილი - მგონია, რომ ნიდერლანდები-უკრაინის მატჩის ბედს კონკრეტული ფეხბურთელები უფრო გადაწყვეტენ, ვიდრე დე ბურის ტაქტიკა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი, ნიდერლანდების ნაკრების გულშემატკივარი, გადაცემა „კაცების“ თანაწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი იყო, რომელმაც ნიდერლანდები-უკრაინის მატჩამდე გუნდების შანსებზე ილაპარაკა.

„1988 წლიდან ნიდერლანდების გულშემატკივარი ვარ. თუ დიდ ტურნირზე ეს გუნდი არ თამაშობს, ინგლისს ვქომაგობ. მეგონა ხორვატიასთან უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხორვატიასთან მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვეს.“

„საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა ნიდერლანდელთა მთავარი მწვრთნელის სავარაუდო სათამაშო სისტემაზეც ილაპარაკა.

„სიმართლე გითხრათ, ფრანკ დე ბური, როგორც მწვრთნელი და მისი 5-3-2 სისტემა არ მომწონს. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ვან დაიკთან ერთად, არც დე ლიჰტი იყოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დაცვის ხაზი რომ არ ჩავარდნილიყო, სათადარიგო ვარიანტს იყენებს.“

ირაკლი ვახტანგიშვილმა უკრაინის ნაკრებზეც ილაპარაკა.

„უკრაინა კარგი გუნდია, შევჩენკო კი მწვრთნელობაშიც აშკარად ჭკვიანი გამოდგა. მგონია, კონკრეტული ფეხბურთელები უფრო გადაწყვეტენ მატჩის ბედს, ვიდრე დე ბურის ტაქტიკა.“