საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ქვილითაია - ევრო 2020-ზე მომეწონა დეპაი და ჩემი მეგობარი იარემჩუკი, მაგრამ რონალდო საუკეთესოა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ქვილითაია - ევრო 2020-ზე მომეწონა დეპაი და ჩემი მეგობარი იარემჩუკი, მაგრამ რონალდო საუკეთესოა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების და ნიქოზიასაპოელის“ თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ ევრო 2020-ის მსვლელობაზე, საინტერესო გუნდებსა და ფავორიტებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

– იტალიის ნაკრების ასეთ თამაშს არ ველოდი. რადგან ვარსკვლავური შემადგენლობა და დელ პიეროსა და ტოტის მსგავსი ვარსკვლავები არ ჰყავს. მაგრამ რაც ვუყურე, ძალიან სიმპათიური გუნდია და ვფიქრობ, რომ ევრო 2020-ს მოიგებს. ამ გუნდში შესანიშნავი ბალანსია დაცული, რაც ფეხბურთში მთავარია. დაცვიდან შეტევაში მშვენივრად გადადის და ეს მათი დიდი პლუსია.

– იმედგაცრუებები? ინგლისელებს ყოველთვის დიდ იმედებს უკავშირებენ, მაგრამ ამ იმედებს არ ამართლებენ. ძალიან მომწონს უკრაინა და მგონია, რომ შორს წავა. მათ რამდენიმე ფეხბურთელთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ ნაკრებში ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ. საფრანგეთის ნაკრებისგან მეტს ველოდი, მაგრამ ფავორიტებიდან არ უნდა გამოვრიცხოთ.

– გერმანია რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდეს, არასოდეს უნდა გამორიცხო და მგონია, რომ წელსაც შორს წავა. ესპანეთი ამ თამაშებით ფავორიტი არ მგონია, მაგრამ მას ყოველთვის შუეძლია, რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს. თბილისში უფრო უკეთესები იყვნენ, ვიდრე ევრო 2020-ზე.

– ნიდერლანდების დაუფასებლობა არ შეიძლება, რაც ჩვენთან შეხვედრაშიც გამოჩნდა – რამდენიც მოუმატეს, იმდენი მომენტი შექმნეს. მათ შეტევაში ბრწყინვალედ თამაში შეუძლიათ. ამ ევროპაზეც ძალიან კარგად და მაგრად დაიწყეს და ერთ-ერთი ფავორიტი ეს გუნდიც არის.

– თავდამსხმელებს რაც შეეხება, დეპაი ცრუ ფორვარდს თამაშობს და ძალიან მომწონს. მომწონს უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი იარემჩუკი, რომელიც ჩემი მეგობარია. რა თქმა უნდა, რონალდო მომწონს – ის საუკეთესოა. მბაპე? ის ჩემთვის ამპლუით ფორვარდი არაა, ასეთად მაგალითად, კეინს მივიჩნევ.

მაკედონიელებმა იბრძოლეს და ცუდად არ გამოიყურებოდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ აუტსაიდერები არიან და წნეხი არ აქვთ. ასე მგონია, ჩვენც რომ გავსულიყავით, ასევე უკეთ ვითამაშებდით, რადგან წნეხი რომ არ არის, თავისუფლად თამაშობ.