საფეხბურთო ლეგიონი | დვალი მოედანს დაუბრუნდა, ქვილითაიამ პენალტი ვერ გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა დვალი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა „აპოელში“, რომლის ძირითად შემადგენლობაში წელს პირველად ითამაშეს ერთად მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ. ქართველების გუნდმა კი სტუმრად „აკრიტასი“ 2:1 დაამარცხა.

დვალი მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა. დაუშვილმა 78 წუთი ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს მისი უხეშობის შემდეგ „აპოელის“ კარში პენალტი დაინიშნა, მსაჯმა კი ყვითელი ბარათი აჩვენა. ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა და შეეძლო მატჩის ერთ-ერთი გმირი გამხდარიყო, მაგრამ 90+5-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

რეზი ინჯგიასდოქსამ“ შინ ლიდერს, ლევან ხარაბაძის „პაფოსს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ქართველებს არც ერთ გუნდში არ უთამაშიათ.

„ანორთოსისი“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ლორიამ ითამაშა, სტუმრად „პარალიმნს“ დაუზავდა – 1:1.

7 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან საუკეთესო პოზიციაში „პაფოსია“, რომელიც 17 ქულით პირველ ადგილზეა. „აპოელი“ (12) მეოთხე ადგილზეა, „ანორთოსისი“ (9) – მეცხრეზე.